fbpx
საზოგადოება

ბერძენი ცოლ-ქმარი მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

როგორც უკვე ცნობილია, ანტიოხიაში ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში ეძებდნენ ბერძენ ცოლ-ქმარს, რომელიც საბოლოოდ გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხაროდ, გიორგის ანტიპა და მისი მეუღლე საზარელ ტრაგედიას ვერ გადაურჩნენ, მაშველებმა ჯერ ბატონი გიორგოს ცხედარი იპოვეს, ხოლო შემდეგ, ქალსაც მიაგნეს, მაგრამ ორივე გარდაცვლილი იყო.

არსებული ცნობებით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, მთლიანად ჩამოინგრა და ვინაიდან სამძებრო სამუშაოებისთვის საკმარისი მაშველები, სავარაუდოდ, არ არსებობდა, მათ მიწისძვრის დღიდანვე არ ეძებდნენ. აღნიშნულ ადასტურებს მათი შვილიც, რომელიც ამბობდა, რომ მიუხედავად დაპირებებისა, შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებულა.

ბერძენი წყვილი ანტიოხიაში ბოლო 10 წელი ცხოვრობდა.

onalem

ტესტ