fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი სკანდალი ათენში: მოხუცები მოსავლელ ცენტრში უკიდურესად მძიმე პირობებში იპოვეს

ბერძნული მედია მოხუცთა მოსავლელი კერძო ცენტრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ხანდაზმული ადამიანები უკიდურესად მძიმე პირობებში იპოვეს. აღსანიშნავია, რომ შემოწმებაზე მისულ პირებს ბოქლომების გატეხვა მოუწიათ, რომ შიგნით შესვლა შესძლებოდათ.

საუბარია კორიდალოს ტერიტორიაზე მდებარე მოსავლელ ცენტრზე, სადაც მოხუცებს არაადამიანურ პირობებში აცხოვრებდნენ, პარალელურად, ზოგს კორონავირუსი დაუდგინდა, ზოგი კი, გაუწყლოებითა და ფსორიაზით იტანჯებოდა.

ამ დროისთვის ნიკეას საავადმყოფოს ექიმები მათ შემოწმებას უტარებენ, რათა დადგინდეს, რამდენს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და აქვთ თუ არა რაიმე სახის სხვა დაავადებებიც.

ატიკის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ მათი უშუალო პასუხისმგებლობა არასოდეს ყოფილა და არც ახლა არის ამ დაწესებულების დალუქვა, თუმცა, 2015 წლის შემდეგ ძალიან ბევრი ჯარიმა გამოწერილა კანონდარღვევების გამო, რომლებიც იქ ფიქსირდებოდა. ჯარიმების ოდენობა 300.000 ევროს აჭარბებს.

onalem

ტესტ