fbpx
საბერძნეთი

სტამბოლის აეროპორტში დააკავეს მშენებლობის კონტრაქტორი, რომელის მიწისძვრის შემდეგ გაქცევას ცდილობდა

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში დააკავეს მშენებლობის კონტრაქტორი, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

როგორც ΣΚΑΙ-ს რეპორტიორი, მანოლის კოსტიდი აცხადებს, მამაკაცი მონტენეგროში აპირებდა გაქცევას, მაგრამ თურქულმა მხარემ დააკავა.

კონკრეტული მამაკაცი იყო 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობის კონტრაქტორი, რომელიც სრულად ჩამოიშალა და ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 800 ადამიანი მოჰყვა მისი ნანგრევების ქვეშ. ამ კორპუსში 250 საცხოვრებელი ბინა იყო.

ამას გარდა, კონტრაქტორს აღმოუჩინეს დიდი რაოდენობის თანხა, ხოლო მისი ხელმძღვანელობით აშენებული კომპლექსი, რომელსაც სოციალურ ქსელში “სამოთხედ” ასაღებდნენ, სრულად ჩამოიშალა.

თურქული მედია ორშაბათის შემდეგ აქტიურად წერს იმ პრობლემებზე, რომლებიც მშენებლობებთან დაკავშირებით არსებობს, რადგან თურქეთში დატრიალებული საზარელი ტრაგედიის მიზეზი მიწისძვრებთან ერთად, სწორედ რეგულაციების დარღვევით წარმართული მშენებლობებია.

onalem

ტესტ