fbpx
საბერძნეთი

“უფრო მეტად ჩემზე უმცროსი მამაკაცები მიზიდავს, დაქორწინების მიზეზი არ მაქვს” – ელი კოკინუ

ელი კოკინუმ გადაცემაში, “Night Out”, საკუთარ პირად ცხოვრებაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და განმარტა, აპირებს თუ არა დაქორწინებას, უახლოეს მომავალში. ასევე ისაუბრა თავის განქორწინებასა და ვაჟზე, რომელიც მაშინ 2 წლის იყო.

“როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ 7 წლის ვიყავი. ამ ასაკში ეს პროცესი გაცილებით რთულია, ალექსანდრო 2 წლის იყო, ამიტომ ბევრი მოგონებები არ აქვს საერთო ცხოვრებიდან. მიუხედავად ამისა, ბავშვთა ფსიქოლოგთან მივედი, გამეთვალისწინებინა გარკვეული დეტალები და შემძლებოდა მეპასუხა კითხვებისთვის, რომლებიც მომავალში მექნებოდა.

ცოტა უხერხული იყო, რომ ჩემი განქორწინების საჯაროობას გავმკლავებოდი. შემიძლია ვთქვა, რომ პრესა ჩემთან დამოკიდებულებაში საკმაოდ ნორმალური იყო.

რაც შეეხება ახალ ცხოვრებას, არამგონია, რომ დავქორწინდე. თუ დროთა მანძილზე მეყოლება პარტნიორი და ამის საჭიროებას ვიგრძნობ, არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ არ მგონია. პარტნიორთან ერთად ვიცხოვრებ, მაგრამ დაქორწინება არა. ჩემს შვილს არცერთი ჩემი პარტნიორი არ გაუცვნია, ამის შემდეგ შეიძლება, რომ ვინმე გაიცნოს, მაგრამ აქამდე ძალიან ფრთხილი ვიყავი, თავიდან მინდოდა ამეცილებინა ზედმეტი პრობლემები.”

მომღერალი ამბობს, რომ არასოდეს იმალება, მაგრამ არც იმას ისურვებდა, რომ საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირება მოეხდინა:

“რა თქმა უნდა, თავდაპირველად დავიცავდი ჩემს ურთიერთობას. არასოდეს მიცდია პირადი ცხოვრების აფიშა გავმხდარიყავი, მაგრამ არც ვიმალები. რა მნიშვნელობა აქვს, რას ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში, თუკი არავის არაფერს ვუშავებ. რატომ უნდა განმსაჯონ იმის გამო, რომ ბევრად ახალგაზრდა მამაკაცთან მაქვს ურთიერთობა. რატომღაც ბევრად ახალგაზრდა მამაკაცები მიზიდავს. სავარაუდოდ, ეს არის ის, რისი გაკეთების გამბედაობაც არ ჰყოფნით თავად და ამის გამო უარყოფით კომენტარებს აკეთებენ.”

onalem

ტესტ