fbpx
საბერძნეთი

ტრაგიკული ვითარება საბერძნეთში: მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანის არარსებობის გამო გარდაიცვალა

2023 წელს საბერძნეთში ჯანდაცვის სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ამას ადასტურებს შემთხვევა, რომელიც პრევეზას ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

როგორც ირკვევა, ადგილობრივმა 60 წლის მამაკაცი გზაზე მწოლიარე იპოვა, ის არ რეაგირებდა და ხელები გაყინული ჰქონდა, მაგრამ პულსი ჯერ კიდევ უფიქსირდებოდა. გამვლელმა მაშინვე დარეკა სასწრაფო დახმარების ცენტრში და ასევე, პოლიციაში, მაგრამ მიიღო პასუხი, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ არსებობდა, ამიტომ ერთადერთი საშუალება იყო, რომ ის პრევეზადან გამოეძახებინათ, მაგრამ მინიმუმ ნახევარი საათი დასჭირდებოდა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე რამდენიმე ხნის შემდეგ მივიდა საპატრულო პოლიცია და მამაკაცი მათ გადაიყვანეს ჯანმრთელობის ცენტრში, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადების სიმცირე საბერძნეთის მასშტაბით ძალიან ბევრგან შეინიშნება, განსაკუთრებით კუნძულებზე, სადაც ძალიან ხშირად არ არსებობს შესაძლებლობა სერიოზულ სამედიცინო შემთხვევებს გაუმკლავდნენ, ხოლო დროის ფაქტორს პაციენტებისთვის უმეტეს შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

onalem

ტესტ