fbpx
საბერძნეთი

“დღეს გვალვის ტალღის ყველაზე ცხელი დღე, 45 გრადუსით, მოერიდეთ შუადღეს გადაადგილებას” – სამოქალაქო სამსახურის მიმართვა

სამოქალაქო დაცვის სამინისტროსა და ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ერთობლივი განცხადებით თანახმად, დღეს, 3 ივლისს გვალვის მიმდინარე ტალღის ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდება და ტემპერატურა კონკრეტულ ტერიტორიებზე 45 გრადუსს მიაღწევს. კვლავ გაიცემა რეკომენდაცია, რომ 12:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში გარეთ გადაადგილება უნდა შეიზღუდოს, თუკი ეს ძალიან აუცილებელი არ არის.

საკის არნაუტოღლუს პროგნოზის მიხედვით, ძლიერი სიცხე მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება და სავარაუდოდ, საბერძნეთში გვალვა ხუთშაბათიდან შესუსტდება და ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

დღეს, 23 ივლისს, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, დაფიქსირდება 44 გრადუსი, ზოგან კი 45 გრადუსიც, თუმცა, მომდევნო კვირის ბოლოსთვის უკვე ეცება 36-35 გრადუსამდე, რაც ერთგვარი შვება იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი გვალვის შემდეგ.

იხილეთ გრაფიკულად პროგნოზი:

onalem

ტესტ