fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე წუთის წინ მორიგი მიწისძვრა ატალანტიში, სადაც ახალი სეისმური რღვევა ფიქსირდება

როგორც უკვე ცნობილია, ხუთშაბათს ატალანტის ტერიტორიაზე 4,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელიც ათენშიც საკმაოდ საგრძნობი იყო. აღნიშნული ბიძგის შემდეგ, ჩანს, რომ აღნიშნული ადგილი სეისმურად კიდევ უფრო გააქტიურდა და რამდენიმე წუთის წინ კვლავ დაფიქსირდა მორიგი მიწისძვრა, ამჯერად 4,1 ბალის სიძლიერის.

ეპიცენტრი, სეისმოლოგთა ინფორმაციით, ატალანტის სამხრეთ-დასავლეთით იყო, ხოლო სიღრმე 10 კილომეტრს აღწევს.

წინასწარი ცნობებით, მიწისძვრებს იწვევს ახალი სეისმური რღვევა ტერიტორიაზე, რომელიც ამ დრომდე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყო მიძინებული და 1,900 წლის შემდეგ არანაირი სეისმური აქტივობა არ დაფიქსირებულა.

4,8 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ატალანტიში 20-ზე მეტ სახლს მიადგა სერიოზული ზიანი, ათობით მათგანი კი, საცხოვრებლად უვარგისად ითვლება.

onalem

ტესტ