fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ათენში პოლიცია სპეციალური კამერებით მუშაობს – მკაცრი კონტროლი ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ

როგორც უკვე ცნობილია, ათენში ათასობით პოლიციელს დაუმონტაჟდა სპეციალური კამერები, რომლებითაც ამიერიდან იპატრულირებენ. კამერები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დანაშაულების აღმოფხვრის კუთხით, ასევე, თავად პოლიციის მხრიდან კანონდარღვევების გასაკონტროლებლად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი აჭარბებენ თავიანთ უფლება-მოსილებას.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებული ორიენტაცია იქნება ნარკოდანაშაულზე და განხორციელდება შემოწმებები ათენის ცენტრში. მეორეს მხრივ, მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მითუმეტეს, რომ მომრავლდა ოჯახური ძალადობისა და არასრულწლოვანთა შორის ძალადობის შესახებ.

პოლიციის ახალი კამერები ონლაინ-რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას მთავარ შტაბს და შესაბამისად, ბევრად გამარტივდება სხვადასხვა პრობლემატური საქმის გამოძიება.

onalem

ტესტ