fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ვაძლიერებთ პოლიციას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, რადგან უსაფრთხოება ნიშნავს დემოკრატიას” – ტაკის თეოდორიკაკოს

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო, კალამატაში მესინიას ადმინისტრაციული საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ისაუბრა საბერძნეთში განხორციელებულ ცვლილებებზე, პოლიციის გაძლიერებულ მუშაობასა და ნარკოტიკებთან და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე ოფიცრების მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

თეოდორიკაკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ჯამში პოლიციამ არალეგალი მიგრანტების 450 გადმომყვანი პირი დააკავა ბოლო პერიოდში.

“მრავალი სიძნელის და დაბრკოლებების მიუხედავად, როდესაც არჩევნების დრო მოვა, “ახალ დემოკრატიას” კვლავ ვაქცევთ დამოუკიდებელ მთავრობად, კირიაკოს მიცოტაკის კი, ძლევამოსილ პრემიერად. სიმართლე ის არის, რომ ამ წლების მანძილზე საკმაოდ წინ წავედით. მიცოტაკიმ, თავისი მთავრობით, მტკიცედ შეინარჩუნა საბერძნეთი სწორ გზაზე, დროული და სწორი გადაწყვეტილებებით, საზოგადოების მხარდაჭერით, რეფორმებით, კრიტიკულ მდგომარეობებში პასუხისმგებლობით. 

განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ პოლიციის გაძლიერებაზე, რადგან ისინი უნდა იყვნენ ქუჩებში, უნდა იმუშაონ უბნებში და არა ოფისებში, ოფიცრების მოვალეობა დაცვაა და არა მართვა. ისინი უნდა ემსახურებოდნენ მოქალაქეების უსაფრთხოებას და არა ბიუროკრატიას.

საბერძნეთზე დიდი ზეწოლა ხორციელდება არალეგალური მიგრაციის თვალსაზრისით, ყოველდღე. ჩვენ ამ საკითხზე განსაკუთრებული დატვირთვით ვიმუშავებთ,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ