fbpx
საბერძნეთი

ლიკავიტოს: ცრუ სასწაულების მხილების მიუხედავად, აგიი ისიდორის ეკლესიაში ზღვა ხალხია

მიუხედავად იმისა, რომ ლიკავიტოზე მდებარე აგიი ისიდორის ეკლესიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სკანდალური განცხადებები კეთდება, ადგილზე მაინც ზღვა ხალხი იყრის თავს.

როგორც უკვე ცნობილია, არგოლიდას მიტროპოლიტმა, ნეკტარიომ აგიი ისიდორის მოძღვარი, დიმიტრიოს ლუპასაკი ცრუ სასწაულების ქადაგებაში ამხილა და ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულა. თავად ლუპასაკის აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დღეს, 26 ივნისს, ეკლესიაში დიდი რაოდენობით მორწმუნეებმა მოიყარეს თავი და სწორედ მამა დიმიტრიოსთან შეხვედრა სურდათ. სასულიერო პირმა წირვა-ლოცვა ჩაატარა და როგორც კადრებიდან ჩანს, მრევლთან გამოსვლის დროს ატირდა.

 

@ekklisiaonline ΛΥΓΙΣΕ ο π Δημήτριος βλέποντας την αγάπη του κόσμου!#isidoroi #lycabettus #ekklisiaonline ♬ original sound – Εκκλησία Online

onalem

ტესტ