fbpx
საზოგადოება

რაფინას ცენტრში ხუთმა ალბანელმა 42 წლის მამაკაცი ცემით მოკლა, რადგან შეურაცხყოფაზე პასუხი მოსთხოვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასტიკ დაპირისპირებას, რომელიც რაფინას ცენტრში მოხდა, 42 წლის მამაკაცი შეეწირა. როგორც ირკვევა, ის ხუთმა ალბანელმა ახალგაზრდამ ცემით სიკვდილამდე მიიყვანა.

42 წლის ბერძენი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ბარში იმყოფებოდა, რაღაც მომენტში ის საპირფარეშოში გავიდა, სადაც ახალგაზრდებთან გარკვეული შელაპარაკება მოუვიდა. სიტყვიერი დაპირისპირება სასტიკ ჩხუბში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ერთ-ერთმა ალბანელმა 42 წლის მამაკაცის მეგობარ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა. მას სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად ბარის გვერდითა ქუჩაზე, სადაც ალყაში მოაქციეს.

მედიის ცნობით, ალბანელებმა ნაცემი მამაკაცი მიატოვეს და სანაპიროსკენ გაიქცნენ. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა, რადგან მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

onalem

ტესტ