fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რაფინა: 42 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ალბანელები დააკავეს, რომლებიც საბერძნეთის მოქალაქეები არიან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რაფინაში ორი ალბანელი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც აღიარეს, რომ 42 წლის მამაკაცი სასტიკად სცემეს და სიკვდილამდე მიიყვანეს. ორივე მათგანს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს.

როგორც მათ განყოფილებაში განმარტეს, დაპირისპირება უმნიშვნელო მიზეზით დაიწყო და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შემდეგ 42 წლის ბერძენმა მათ აგრესიული მზერით შეხედა და ალბანელებმა გადაწყვიტეს რომ თავს დასხმოდნენ. ისინი დაელოდნენ მამაკაცს, რომ ბარიდან გამოსულიყო, თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ და თავის დაზიანებებით რამდენიმე საათში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით იძებნებიან კიდევ სხვა პირებიც, რომლებიც ცემაში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, მაგრამ იდენტიფიცირებულები არიან და პოლიცია მათ კვალზე გასვლას ცდილობს. მათი ვინაობის დადგენა მოწმეთა ჩვენებებისა და კამერების ჩანაწერების შედეგად მოხდა.

არსებული ცნობებით, ჩხუბში მონაწილე პირებს ადრე პოლიციასთან რაიმე პრობლემები არ ჰქონიათ, გარდა ერთისა, რომელიც ათენში გარკვეული დაპირისპირებისთვის იყო დაკავებული.

აღნიშნულ ტრაგედიას გამოეხმაურა სამოქალაქო დაცვის მინისტრიც, ტაკოს თეოდორიკაკო, რომელიც აცხადებს, რომ საბერძნეთის პოლიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეფექტურად მუშაობს.

onalem

ტესტ