fbpx
ჯანმრთელობა

“განვიხილავთ, რომელი აკრძალვები აღდგება საბერძნეთში” – რაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, ტელეკომპანია Open-თან საბერძნეთში არსებულ ეპიდმდგომარეობასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც მინისტრი განმარტავს, ზაფხულის მანძილზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე შეზღუდვები დაბრუნდეს, მაგრამ ექსპერტთა საბჭოსგან მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, შემოდგომისთვის აღნიშნული საკითხები კვლავ განიხილება.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველოდებოდით, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, ხალხის აქტიური მოძრაობის ფონზე, აუცილებლად გვექნებოდა ეპიდმდგომარეობის დამძიმება. საკითხავი ის არის, რამდენად ახდენს გავლენას შემთხვევათა ზრდა ჯანდაცვის სისტემაზე. ვხედავთ, რომ გავლენა არ არის სერიოზული, მართვით სუნთქვაზე მყოფთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზეწოლა გაიზრდება შემოდგომის თვეებში და აუცილებლად, ნელ-ნელა მოხდება განხილვა, თუ რომელი შემზღუდველი ზომები აღდგება ქვეყანაში.

ამ დროისთვის კომპანიები მუშაობენ ქვეშტამების საკითხზე, მათი საწინააღმდეგო გაქცინების შექმნაზე. ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ, რომ ზაფხულის მანძილზე რაიმე აკრძალვები დაწესდეს, თუმცა, ამიერიდან ჩვენი მიზანია მოსახლეობის განსაკუთრებით სუსტი კატეგორიის დაცვა და სიტუაციის თავიდან შეფასება შემოდგომიდან,” ამბობს პლევრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაციის ეროვნულმა კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ გასცა რეკომენდაცია, 30 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინის მე-4 დოზის მისაღებად სისტემა გაიხსნას, თუმცა, აღნიშნული არ არის ვალდებულება, არამედ რეკომენდაცია.

onalem

ტესტ