fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: სამი ექიმი საჯარო საავადმყოფოებში ყალბი დიპლომით მუშაობს

სამედიცინო ასოციაციის (ΙΣΑ) მიერ საბერძნეთის საავადმყოფოებში ექიმების შემოწმება ჩატარდა. შედეგად კი, პროკურატურას სამი ექიმის საქმე გადაეგზავნა. ისინი გაყალბებული დიპლომებით მუშაობენ.

კერძოდ, ΙΣΑ-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორ მათგანს საზღვარგარეთის ყალბი დიპლომი აქვს, ხოლო მესამემ საჯარო საავადმყოფოში მუშაობა ახლახანს დაიწყო. ის ირწმუნება, რომ ექიმია, თუმცა ბერძნული უნივერსიტეტის ასევე ყალბი დიპლომი აქვს. სინამდვილეში ის სპორტულ კლუბებში მუშაობს და თავს კარდიოლოგად ასაღებს.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი შემთხვევის შესახებ ხელისუფლებას 2014 წლიდან აქვს ინფორმაცია, ის მაინც აგრძელებს უკანონო პრაქტიკას მედიცინაში და საფრთხეს უქმნის პაციენტების ჯანმრთელობას.

onalem

ტესტ