fbpx
საზოგადოება

1 მაისიდან ეკონომიური დენი ღამის საათებში – როგორ ჩავრთოთ პროგრამა DEH-ში?!

ზაფხულის დროზე გადასვლასთან დაკავშირებით, საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანია შეღავათიანი დენის საათებს ცვლის. როდის უნდა მოვიხმაროთ დენი, რათა მინიმუმ ორჯერ ნაკლები დავწვათ, ვიდრე ჩვეულებრივ საათებში?!

თუ თქვენს საცხოვრებელ ბინაში ეკონომიური დენის მოხმარების სერვისი ჩართული გაქვთ, 1 მაისიდან საათები 23:00-დან 07:00-მდე იცვლება. საზაფხულო პერიოდი განისაზღვრება 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. 1 მაისამდე კი ეკონომიურ დენს ღამის 02:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, ხოლო შუადღით 15:00 საათიდან 17:00 საათამდე მოვიხმართ.

აღნიშნულ საათებში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება და წყლის გამათბობლის ჩართვა მოსახლეობისთვის ხელსაყრელია, რადგან გადასახადი გაცილებით ნაკლები მოდის.

თუ არ სარგებლობთ ეკონომიური დენის საათების პროგრამით, შეგიძლიათ მიბრძანდეთ DEH-ს უახლოეს ოფისში და თან იქონიოთ АФМ-ის ნომერი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ადგილზე გაგაცნობენ, თუ რა განცხადება უნდა შეავსოთ და გააფორმოთ კონტრაქტი კომპანიასთან. მომსახურების ღირებულება 34 ევროა, რომელსაც ერთჯერადად გადაიხდით, ხოლო შემდეგ გაცილებით მეტს დაზოგავთ.

onalem

ტესტ