fbpx
საზოგადოება

დიდი სამშაბათი აფრიკული მტვრის დიდი რაოდენობა, სიცხე და წვიმა საბერძნეთში

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჰაერში აფრიკული მტვრის მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება. დედაქალაქში შეინიშნება მოღრუბლულობა, მოსალოდნელია მცირე წვიმა, თუმცა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ყველაფერი ყვითელია… როგორც ეს ხდება აფრიკული მტვრის შემთხვევაში.

დღევანდელი დღიდან ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, სეზონის ფონზე, რაც მთელი კვირის მანძილზე გასტანს.

მაკედონიაში მოსალოდნელია 7-დან 16 გრადუსამდე.

თრაკი – 10-დან 19 გრადუსამდე.

პელოპონისო – 14-დან 25 გრადუსამდე.

იონიის კუნძულებზე – 15-დან 21 გრადუსამდე.

ეგეოსის კუნძულებზე – 11-დან 22 გრადუსამდე.

კრეტაზე – 12-დან 25 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ათენის ცენტრში ჰაერი 14-დან 22 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში კი 12-დან 19 გრადუსამდე.

 

onalem

ტესტ