fbpx
საბერძნეთი

მაისში თესალონიკის მასშტაბით 110 ახალი ელექტროავტობუსი დაიწყებს მოძრაობას

თესალონიკში ამ დროისთვის ახალი ავტობუსების სატესტო რეისები ხორციელდება, რათა უახლოეს მომავალში ისინი მგზავრებს მოემსახურონ. ჩინური კომპანიისგან, Yutong-ისგან მიღებული ათობით ახალი ავტობუსი თესალონიკელებს მაისიდან მოემსახურება.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ახალი ელექტროავტობუსები თესალონიკის ქუჩებში გამოჩნდებიან 19 მაისიდან, შესაძლოა უფრო ადრეც, ვინაიდან საჭიროა მათი დამტენი სადგურების განთავსებაც და სრული მზადყოფნა ამუშავებისთვის.

დამტენი სადგურები დამონტაჟდება სტავრუპოლის ტერიტორიაზე და ეს პროცესი დაკავშირებულია 8,737 ევროსთან.

ეს ავტობუსები არის ბევრად კომფორტული, არ იწვევს ხმაურს და გარემოს დაბინძურებას ნულამდე ამცირებს, ამას გარდა, ტექნიკურად მაქსიმალურად გამართულია. აღნიშნულს ადასტურებენ მძღოლებიც, რომლებიც მრავალი წელია ამ სფეროში მუშაობენ.

უნდა ითქვას, რომ ახალი ელექტროავტობუსების სიგრძე 12 მეტრია და იტევს 75 მგზავრს, იტენებიან 3 საათში, მათი ბატარეა კი, საშუალებას აძლევთ, გაიარონ მინიმუმ 180 კილომეტრი.

onalem

ტესტ