fbpx
საბერძნეთი

საგანგებო ინფორმაცია: ვინც საბერძნეთში დაბრუნდება და კარანტინს არ გაივლის, ადმინისტრაციული ჯარიმა ელის

გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული ჯარიმა ელით მათ, ვინც საბერძნეთში დაბრუნდება და არ გაივლის 14 დღიან კარანტინს, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დააწესა.

კერძოდ, მგზავრებს მოეთხოვებათ შეავსონ სპეციალური ფორმა შემოსვლისას და მიუთითონ, თუ სად გაატარებენ მომდევნო 14 დღეს.

კომპეტენტური ორგანოები ჩაატარებენ შესაბამის შემოწმებას, ასრულებს თუ არა თითოეული ადამიანი წესებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული ჯარიმა.

თითოეულ ადამიანს, რომელიც საბერძნეთში შემოვა, მიეწოდება ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მომდევნო ორი კვირის მანძილზე.

 

onalem

ტესტ