fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: მამაკაცმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

საბერძნეთში, კერძოდ, კომოტინში მომხდარი შემთხვევა შოკისმომგვრელია. როგორც ირკვევა, 55 წლის ქალს საკუთარმა მეუღლემ ბენზინი გადაასხა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა.

არსებული ცნობებით, მან ცეცხლი თავადვე ჩააქრო და შემდეგ პოლიცია გამოიძახა, ოფიცრებმა კი, დააკავეს.

62 წლის მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გადაიყვანეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.

მედია იუწყება, რომ მისი ცოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, ის უმძიმესი დამწვრობებით კომოტინის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობს.

საქმეზე გამოძიებას როდოპის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

onalem

ტესტ