fbpx
საბერძნეთი

პოლიციის 3,500 ოფიცერი, ვერტმფრენები და დრონები თესალონიკის ცენტრში – უსაფრთხოების მონიტორინგი ხვალისთვის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკის ცენტრში მობილიზებულია პოლიციის ოფიცრების დიდი რაოდენობა, მუშაობენ ვერტმფრენები და დრონები, ეს ყველაფერი კი, უკავშირდება თესალონიკის რიგით 86-ე საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ხვალ, 10 სექტემბერს გაიმართება და ცხადია, კირიაკოს მიცოტაკი წარმართავს.

პოლიცია დღეიდანვე აკონტროლებს უსაფრთხოებას და ასევე, გაჩერებულ მანქანებს, რომელთა მძღოლებიც საგზაო წესებს არღვევენ. ოფიცრები ზრუნავენ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა წესი, რათა გამოფენა გეგმის მიხედვით, უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

როგორც კადრებში ჩანს, მუშაობს ვერტმფრენიც, რომელიც საჰაერო პატრულირებას ახორციელებს, ხოლო ოფიცერთა რაოდენობა, რომელიც მიმდინარე დღეებში იქნება მობილიზებული, 3.500-ია.

86-ე გამოფენაზე კირიაკოს მიცოტაკი მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს, მათ შორის, მოსახლეობისთვის დაწესებულ დახმარების პაკეტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ძალაში უახლოეს მომავალში შევა.

onalem

ტესტ