fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: გარდაცვლილია 2 ბავშვი, 3-დან 10 წლამდე

ნოტის მიტარაკის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაციით, კუნძულ ხიოს წყლებში ემიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. ნავზე ჯამში 27 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 22 გადაარჩინეს.

სამწუხაროდ, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, აქედან ორი ბავშვია, 3-დან 14 წლამდე, ასევე ორი ქალბატონი, 35-დან 40 წლამდე. დაკარგულად ითვლება კიდევ ერთი.

ბერძნულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ ნავზე მყოფი ყველა ადამიანისთვის ეშველა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ 22-ის გადარჩენა მოხერხდა.

“ეს არის რეალობა და შედეგი, რომელიც ეგეოსის ზღვაში ემიგრანტების უკანონო შემოყვანას მოჰყვება, კრიმინალური დაჯგუფებები კი, ამით სარგებლობენ. თურქულმა მხარემ უნდა შეაჩეროს მსგავსი ქმედებები.”

 

onalem

ტესტ