fbpx
საბერძნეთი

მხოლოდ დანიშნული ვიზიტი და სხვა SMS-კოდი – ცვლილება სილამაზის სალონებთან დაკავშირებით

22 მარტიდან საბერძნეთში სილამაზის სალონები და ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები იხსნება. ვიდრე დაიკეტებოდა, ამ დაწესებულებებში მისვლა შესაძლებელი იყო SMS-კოდის, 2-ის გაგზავნით, თუმცა, ორშაბათიდან აღნიშნული კოდი იცვლება.

ორშაბათიდან სალონებში წასვლისთვის საჭიროა თქვენი ვიზიტი წინასწარ იყოს დანიშნული და 13033-ზე გააგზავნოთ SMS-კოდი 6, ნაცვლად 2-სა.

ნახეთ ყველა ცვლილება, რომელიც ძალაში შევიდა:

  • იხსნება სილამაზის სალონები
  • იხსნება ესთეტიკური ცენტრები
  • იხსნება ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები
  • გადაადგილების აკრძალვა შაბათ-კვირას 19:00 საათიდან უქმდება და იქნება ისევ ჩვეულებრივ, 21:00 საათიდან
  • იხსნება არქეოლოგიური ტერიტორიები (რომლებსაც აქვთ ღია სივრცე, იმოქმედებს შეზღუდვა ვიზიტორთა რაოდენობაზე)
  • პარკებისკენ გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედით და არა მანქანით (იგზავნება კოდი 6)
  • ინდივიდუალური თევზაობა დაიშვება მათთვიც, ვინც სანაპიროებთან ახლოს ცხოვრობს, კოდით 6.

onalem

ტესტ