fbpx
საზოგადოება

გველების ფსიქოლოგი და დიდი მოყვარული – ვინ არის მამაკაცი, რომელიც ათენში ინდურ კობრასთან ერთად ცხოვრობდა

ახალგაზრდა მამაკაცის ამბავმა, რომელიც ათენში, საკუთარ ბინაში კობრამ დაკბინა, ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვა, როგორ მოხვდა გველის წარმოუდგენლად საშიში სახეობა მის საცხოვრებელ ბინაში.

ირკვევა, რომ 30 წლამდე მამაკაცი საკუთარ თავს სოციალურ ქსელში წარადგენს, როგორც გველების დიდ მოყვარულსა და ფსიქოლოგს. მისი პირადი გვერდი სავსეა ქვეწარმავლების ფოტოებით, თუმცა, უცნობია, მას ეკუთვნის თუ არა ყველა.

საავადმყოფოს ექიმები, რომელშიც ის მკურნალობს, ამბობენ, რომ ის გამოჯანმრთელებას შეძლებს, ვინაიდან ანტიდოტი გაუკეთდა. აღსანიშნავია, რომ წამალი კვიპროსიდან, სპეციალური რეისით ჩამოიტანეს, რადგან საბერძნეთში არ არსებობდა.

ამას გარდა, მედიასთან ისაუბრა ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, რომელიც რეპტილიებს ყიდის და თქვა, რომ სწორედ ის ამარაგებდა კვიპროსელს გაყინული მღრღნელებით, რომ გველი გამოეკვება, მაგრამ უარყოფს, რომ ინდური კობრა მისგან შეიძინა.

საბერძნეთში არ არსებობს კანონი, რომელიც მსგავსი ტიპის რეპტილიების ყოლას კრძალავს, მაგრამ ამასთანავე, საჭიროა, რომ მსურველს პრეფექტურიდან ჰქონდეს სპეციალური ნებართვა და ადგილი, სადაც ამა თუ იმ რეპტილიას მოათავსებს.

მამაკაცს, რომელსაც ინდურმა კობრამ უკბინა, ჰქონდა მისთვის სპეციალური გალია, მაგრამ როგორც ჩანს, იმ დროს დაკბინა, როცა მის გამოკვებას ცდილობდა.

ნახეთ ფოტოები მისი პროფილიდან:

onalem

ტესტ