fbpx
კულტურასაბერძნეთი

რატომ წვავენ სააღდგომოდ საბერძნეთში ცხვარს და საიდან მოდის ეს ტრადიცია?!

აღდგომას საბერძნეთში ცხვარს წვავენ და ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია?!

ეს ყველაფერი ებრაელებს უკავშირდებათ და ცხვრის შეწირვა სწორედ მათი ეგვიპტელებისგან დახსნის სიმბოლოა.

დამონებულ ებრალებს ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველის საშუალებით გაუგზავნა მოწოდება, რომ დაეკლათ ბატკნები და თავიანთი სახლის კარებები მათი სისხლით შეეღებათ.
ასე იმ ღამით მისული სიკვდილის ანგელოზი გაარჩევდა, ვინ იყო ებრაელი და ვინ არა. სწორედ იმ ღამით სიკვდილის ანგელოზმა ყველა ეგვიპტელის პირმშო მოკლა და ებრაელებმა თავისუფლად შეძლეს იქაურობისთვის თავის დაღწევა.

წასვლამდე ებრაელებმა დაკლული ცხვრის ხორცი მიირთვეს, უფუარ პურთან და მწარე მწვანილთან ერთად, როგორც მათი ერის გადარჩენის სიმბოლო.

სწორედ ეს ყველაფერი დაედო საფუძვლად საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულის ცხვრის ხორცით აღნიშვნას.

მეორეს მხრივ კი, ამ ტრადიციას საფუძვლად უდევს იესოს ცხვართან შედარება – იოანე ნათლისმცემელმა იესო შეადარა ცხვარს, რომელიც მსხვერპლად ეწირება კაცობრიობის გადარჩენას.

ამრიგად, საბერძნეთში დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ცხვრის ხორცით ყველაზე ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნოს, რაც ადამიანების გადარჩენისთვის შეწირული მსხვერპლის სიმბოლოა.

onalem

ტესტ