fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი საფრთხის მექანიზმია, ისინი ავიწროვებენ ჩვენს თვითმფრინავებს” – ერდოღანის ახალი პროვოკაციები

როგორც ბერძენი ჟურნალისტი, მანოლის კოსტიდი სტამბოლიდან იუწყება, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი პროვოკაციული განცხადებების გაკეთებას არ წყვეტს. როდესაც მას მიმართეს კითხვით, საბერძნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, მან ყველა შესაძლებლობა მაგიდაზე “დადო”:

“ვფიქრობ, რომ ყველა პუნქტი და შესაძლებლობა, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრე, ძალიან მკაფიოა. მესიჯიც, რომელიც ბერძნებს გავუგზავნე, საკმაოდ ნათელია.

ერთის მხრივ, არის დარღვევები ეგეოსის ზღვაში, მეორეს მხრივ, ხდება ჩვენი თვითმფრინავების შევიწროვება, რომელთაგან რამდენიმე ახორციელებს ნატოს მისიებს. ისინი ბლოკავენ ჩვენს რადარებსაც კი S-300-ებით. ოდესმე გსმენიათ რაიმე საბერძნეთის S-300-ების შესახებ მათგან, ვინც ჩვენს S-400-ებზე საუბრობს?!

ბერძნები აგრძელებენ ჩვენს ცხვირწინ მდებარე კუნძულების მილიტარიზაციას და არ ითვალისწინებენ ხელშეკრულებებს, რაც ერთგვარად აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებაც არის.

იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ თურქეთთან ისაუბრონ, მუდმივად მუშაობენ, როგორც მუქარის მექანიზმი და პროტესტს გამოთქვამენ ჩვენთან დაკავშირებით გაეროში, ევროკავშირსა და ამერიკაში, ასევე ნატოში, რომელი ალიანსის ერთ-ერთი ძლიერი წევრიც თავად ვართ. საბერძნეთი არის საფრთხის მექანიზმი,” აცხადებს ერდოღანი.

 

 

onalem

ტესტ