fbpx
პოლიტიკა

მინისტრების საგანგებო შეხვედრა დღეს პრემიერის სასახლეში – მთავარი თემა კორონა ვირუსი!

დღეს 09:30 საათზე პრემიერის სასახლეში გაიმართა მინისტრების საგანგებო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის კორონა ვირუსისგან დაცვის გეგმის შემუშავება იყო. მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომელიც საბერძნეთში მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების რისკებს მაქსიმალურად შეამცირებს.

შეხვედრას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი -კირიაკოს მიცოტაკი, სამოქალაქო დაცვის მინისტრი – მიხალის ხრისოხოიდი, განათლების მინისტრი – ნიკი კერამეოსი, შინაგან საქმეთა მინისტრი – ტაკის თეოდორიკაკოსი.

როგორც უკვე ცნობილია, იტალიაში კორონა ვირუსით 3 ადამიანი დაიღუპა, ფიქსირდება სულ მცირე 150 დაინფიცირებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ უცნობია, როგორ მოხდა ჩინეთიდან იტალიაში ვირუსის გავრცელება.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს, რომლებიც სასკოლო ექსკურსიაზე იტალიაში იმყოფებოდნენ და ბრუნდებიან, კარანტინში არ მოათავსებენ.

onalem

ტესტ