fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“საბერძნეთში კორონა ვირუსის გავრცელება მხოლოდ დროის ამბავია” – ბერძენი პროფესორი

ბერძენი პროფესორი, ათანასიოს ცაკრისი ტელეკომპანია ΑΝΤ1-თან საუბრისას აცხადებს, რომ საბერძნეთში კორონა ვირუსის გავრცელება მხოლოდ დროის ამბავია და ეს აუცილებლად მოხდება.

“ეპიდემიოლოგიური ხაზი სადღაც დაიკარგა. ახლა რასაც ვიკვლევთ, არის ის, თუ როგორ მოხვდა კორონა ვირუსი ჩინეთიდან იტალიაში. არის რაღაც არაპირდაპირი ხაზი, რომლითაც ვირუსმა იტალიაში შეაღწია. თუმცა, ამას ველოდით და რთულია მუდმივად შემოწმება, რადგან ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ასიმპტომურ ფაზაშიც. 

თუ გვაქვს 3-4 შემთხვევა და კონტროლი იკარგება, შემდეგ ყველაფრის მართვა ძალიან ძნელია. კორონა ვირუსის ეპიდემიოლოგია საკმაოდ რთულია და ის შეიძლება ადამიანს გადაეცეს ასიმპტომურ ფაზაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეს, სიმპტომების თავიდანვე არ გამოვლენის გამო. შემდეგ კი ხდება კიდევ და კიდევ გავრცელება. 

ახლა, როგორც ჩანს, ვირუსის საბერძნეთში გავრცელება მხოლოდ დროის ამბავია და პარალელურად, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ ვიყოთ მზად. უნდა მოვამზადოთ საავადმყოფოები, რათა მოვახდინოთ ყველაზე მოწყვლადი პაციენტების დაცვა,” აცხადებს ცაკრისი.

onalem

ტესტ