fbpx
მსოფლიოჯანმრთელობა

განგაში იტალიაში: მესამე გარდაცვლილი და კორონა ვირუსით დაავადებული 150 ადამიანი

იტალიაში საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ქვეყანაში კორონა ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი 150-მდეა გაზრდილი. დაავადების გავრცელება ხდება ძალიან მარტივად და შესაბამისად სწრაფადაც.

მესამე გარდაცვლილი არის ქალბატონი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში, კრემონაში ცხოვრობდა.

მილანის მერმა, ბიბი სალამ, გასცა ბრძანება დაიკეტოს სკოლები და მიიღონ ყველა შესაბამისი და საჭირო ზომა ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ვენეციაში გაუქმდა ტრადიციული კარნავალიც.

ასევე, იზოლირებული ქალაქები არიან : კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.

onalem

ტესტ