fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში სილამაზის სალონები ხვალ იხსნება: თმის საშრობისა და კონდენციონერის საფრთხეები

ხვალ, 4 მაისს, სილამაზის სალონები მუშაობას იწყებს და რიგში უკვე ათასობით ადამიანია. სტილისტებს წარმოუდგენლად ბევრი სამუშაო ელით და სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ვიცოდეთ, რა წესები დავიცვათ თუკი კარანტინის პერიოდში თმა ძალიან გაგვეზარდა და მისი შეჭრა ან შეღებვა გვსურს.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კლიენტებისთვის პირბადის ტარება სალონში სავალდებულო არ არის და ეს მხოლოდ მომსახურე პერსონალს მოეთხოვება. თუმცა, 20 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა.

სალონები იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 07:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო შაბათს 07:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ვიზიტი დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი ჩაწერის საშუალებით.

სალონში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მუშაობდეს კონდენციონერი ან ვენტილატორი, რადგან ეს კორონავირუსის გავრცელების პირდაპირი პირობაა. კონდენციონერი ჰაერს ატრიალებს, რაც მიმდინარე პერიოდში დაუშვებელია. აუცილებლად ღია უნდა იყოს კარი ან ფანჯრები, რათა ჰაერმა ბუნებრივად იმოძრაოს.

ბევრი ექსპერტი რეკომენდაციას არ უწევს თმის საშრობის (ფენის) გამოყენებას. მისი მოხმარება მხოლოდ ძალიან უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება და აუცილებლად ღია ფანჯრების და კარის პირობებში. ხოლო თუ სალონში ვინმე დაახველებს ან დააცემინებს, თმის საშრობი რამდენიმე წუთით მაინც უნდა გაითიშოს.

 

onalem

ტესტ