fbpx
ჯანმრთელობა

კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი – ინფიცირების მხოლოდ 31 ახალი შემთხვევა საბერძნეთში

სოტირის ციოდრასის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი 2.145 ადამიანია დაავადებული.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 99-ს უდრის, ვინაიდან ბოლო 24 საათში დაიღუპა 1 ადამიანი.

კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტებიდან 73 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირა განსაკუთრებით კრიტიკულია და სააღდგომოდ გადაადგილება მაქსიმალურად იკრძალება. როგორც პროფესორი სიფსასიც ამბობს, მაისის თვის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ხალხი სააღდგომო დღეებში.

მოგიწოდებთ მოთმინებისა და სახელმწიფოს მითითების დაცვისკენ. როგორც ჩანს, საბერძნეთი არსებული კრიზისიდან მინიმალური მსხვერპლით გამოვა.

onalem

ტესტ