fbpx
ემიგრაცია

საბერძნეთში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ! საელჩოს მიმართვა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამემამულეებო,

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის მზარდი გავრცელების გამო, დაწესებულია საერთაშორისო შეზღუდვები როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გადაადგილებაზე.

2020 წლის 21 მარტიდან შეჩერებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა;

შექმნილმა ვითარებამ ბუნებრივია, განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები. მათ შორის, საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებმაც ვერ შეძლეს 90-დღიანი უვიზო რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში დროულად დაბრუნება.

საბერძნეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შენგენის ზონაში, მათ შორის, საბერძნეთის ტერიტორიაზე, 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საბერძნეთში ყოფნის გახანგრძლივების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საბერძნეთის რესპუბლიკის მიგრაციის და თავშესაფრის საკითხების სამინისტროს ატიკის (ტელ.: 2103405828 / ათენი, 2104128607 / პირეა, 2106875176 / მარუსი) ან თესალონიკის (ტელ:2313 309202, 309207, 309423) მიგრაციის განყოფილებებს http://www.immigration.gov.gr/contact, ხოლო ქვეყნის დანარჩენ პრეფექტურებში, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი;
2. სამოგზაურო დაზღვევა და განსაზღვრული პერიოდისთვის საჭირო საარსებო სახსრების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ერთ დღეზე 50 ევრო);
3. განცხადება (Υπεύθυνη Δήλωση φιλοξενίας), სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოქალაქეს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს მეორე პირი;
4. ორი ფოტოსურათი;

აუცილებელია სატელეფონო კონსულტაცია და წინასწარი ჩაწერა (ზემოაღნიშნულ ნომრებზე).

onalem

ტესტ