fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

პანიკა საბერძნეთის საავადმყოფოში: მშობიარე ქალისგან, ექთნები და ექიმები, სავარაუდოდ, საშიში დაავადებით დაინფიცირდნენ

ბერძნული მედია ლარისას საავადმყოფოში მომხდარი ამბის შესახებ იუწყება. 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს, ფეხმძიმე ქალი მშობიარობისთვის მივიდა და ერთი კვირის შემდეგ გაიგეს, რომ მას გადამდები დაავადება, სიფილისი ჰქონდა. როგორც ირკვევა, მას დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე არ ჰქონდა დასმული, რის გამოც, შესაბამისი ზომების მიღება ვერ მოხერხდა.

ცხადია, მშობიარობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა, რამაც თითოეული ექიმი და ექთანი, რომელიც პროცესში მონაწილეობდა, დააყენა რისკის ქვეშ, რომ თავადაც დაინფიცირებულიყვნენ.

ამ დროისთვის მთელი პერსონალი გაურკვეველ მდგომარეობაშია. ლარისას საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ისინი კერძო კლინიკებში გაგზავნა, რათა დადგინდეს გადაედოთ თუ არა სიფილისი.

 

onalem

ტესტ