fbpx
საზოგადოება

თეონა კიკნაძე – პირველი ქართველი ქირურგი, რომელმაც ათენის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა

თეონა კიკნაძე პირველი ქართველი მანდილოსანია, რომელმაც ათენის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (Ιατρική Σχολή – Εθνικό και Καποδιστριακό Πανεπιστήμιο Αθηνών) წარჩინებით დაამთავრა. გარდა ამისა, მას დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკა-მეთოდიკის ფაკულტეტი და ამ დროისთვის საბერძნეთის სამედიცინო ასოსიაციის მიერ მინიჭებული სრული უფლებით (‘Αδεια άσκησης του ιατρικού επαγγέλματος από το Πανελλήνιο Ιατρικό Σύλλογο) მოღვაწეობს ათენში, კერძოდ ნიკეას საჯარო საავადმყოფოში, როგორც ზოგადი ქირურგი. გავლილი აქვს ყველა საჭირო ტრენინგი, რაც ესთეტიკურ მედიცინას ეხება.

თუმცა, მისი ცხოვრება საბერძნეთში ისევე დაიწყო, როგორც თითქმის ყველა ჩვენგანის. საქართველოში 90-იან წლებში არსებული რეალობიდან გამომდინარე, უკეთესი მომავლის საპოვნელად უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა. მუშაობის პარალელურად, ერთი შვილის დედამ დაიწყო მომზადება, რათა ჩარიცხულიყო ათენის სამედიცინო უნივერსიტეტში, რაც მარტივი მისაღწევი ნამდვილად არ არის.

საბერძნეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრა ძალიან რთულია. ალბათ გეცოდინებათ, რომ ბერძნებისთვის სამი პრიორიტეტული პროფესია არსებობს: სამედიცინო, იურიდიული და ინჟინერია. შესაბამისად, უამრავი აბიტურიენტი ცდილობს იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარებას, სადაც ეს განხრებია. კონკურსი დიდია, საკმარისი ქულების მოგროვება კი ძალიან რთული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიდმა სურვილმა და შრომისმოყვარეობამ ყველაფერი გადაალახინა.

დღეს, ქალბატონი თეონა ნიკეას საჯარო საავადმყოფოში მუშაობს, როგორც ზოგადი ქირურგი. ემსახურება თავის პროფესიას და უამრავ პაციენტს. თუმცა, მისი სურვილი მაინც ერთია: მომავალში სამშობლოში დაბრუნდეს და პროფესიული კარიერა საკუთარ ქვეყანაში გააგრძელოს. მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ის არ ჩერდება!

გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ნიკეას საჯარო საავადმყოფოში ეწევა, მის დიდ ინტერესს ესთეტიკური მედიცინა წარმოადგენს და ამჟამად ცდილობს, რომ საკუთარი კერძო კლინიკა გახსნას, სადაც მოემსახურება, როგორც ბერძენ, ასევე ქართველ პაციენტებს.

ესთეტიკურ მედიცინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ისეთ განხრებს, როგორიცაა:

  • მეზოთერაპია მინერალებით – დაბერების წინააღმდეგ მიმართული პროცედურა, რომელიც აჯანსაღებს და მიერალებით კვებავს კანს, არ იწვევს ალერგიას და ეფექტურია ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველადაც.
  • ბიორევიტალიზაცია – პროცედურა, რომელიც მიმართულია კანის დატენიანებისკენ, აქრობს სიწითლეს და ასხივოსნებს სახის კანს.
  • ცხვირის რინოპლასტიკა (ფილერი) – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა, რომელიც კეთდება უსისხლოდ და გულისხმობს კეხის მოშორებას, ცხვირის აწევას და ზოგადად, ალამაზებს ცხვირის ფორმას.
  • სახის ოვალი
  • ტუჩის მოცულობის გაზრდა
  • ბოტოქსი – ნაოჭების გასწორების პროცედურა, შედეგი ნარჩუნდება 4-დან 6 თვემდე.
  • აპტოსის ძაფები – სახის კანის დაჭიმვის პროცედურა
  • მეზოძაფები – სახის კანის დაჭიმვის პროცედურა
  • ლიპოლიტიკი – სხეულის ნებისმიერ ზონაზე ცხიმის მოშორების პროცედურა, ლიფტინგის ეფექტით.

რადგანაც ჩვენი საინფორმაციო პორტალის მომხმარებელთა 95% საბერძნეთში მცხოვრები მანდილოსანია, ვფიქრობთ, რომ დაინტერესდებით. ქალბატონი თეონას ნახვა გარდა ნიკეას საავადმყოფოსა, ასევე შესაძლებელია მის ოფისში.

მისამართი: კუკაკი, დიმიტრაკოპულოს ქუჩა N66. (სიგრუ-ფიქსის მეტროსადგურთან)
სამუშაო საათებია: ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, საღამოს 16:00 საათიდან 21:00 საათამდე.

შეხვედრა შეგიძლიათ დანიშნოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 699 2751408

ჩვენი საინფორმაციო პორტალი ქალბატონ თეონას უსურვებს წარმატებას პროფესიულ კარიერაში. იგი არის ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ, რომ თავიანთ ოცნებებს მიჰყვნენ, სადაც არ უნდა იყვნენ.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ არის სურვილი და მოთმინება!

სტატია მოამზადა ბექა ბექაურმა

onalem

ტესტ