fbpx
საზოგადოება

15 წლის ბერძენი გოგონას ქმედებაზე იტალიური პრესა საუბრობს: რატომ დააჯარიმეს ის?!

ბერძნებმა იციან კულტურის პატივისცემა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს მხოლოდ მათ კულტურას ეხება. იტალიაში 15 წლის გოგონა 160 ევროთი დააჯარიმეს, რადგან ისტორიულ ხიდზე წარწერების გაკეთებას ცდილობდა.

გოგონა ფლორენციაში ოჯახთან ერთად არდადეგებზე იმყოფება, მან მარკერი ამოიღო და უნდოდა დაეწერა “Lina Is Perfect” (ლინა იდეალურია).

იტალიური პრესა იუწყება, რომ მას 160 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს, რადგან “პონტე-ვეკიოს” ხიდის დაზიანებას ცდილობდა. ეს კი ისტორიული ძეგლია.

იტალიაში რამდენიმე წლის წინ აიკრძალა გრაფიტი და სხვადასხვა წარწერების გაკეთება ისტორიულ მონუმენტებზე, მათი დაცვის მიზნით. სწორედ ამიტომ დაწესდა ჯარიმა, რომლის გადახდაც ამჯერად ბერძენი გოგონას მშობლებს მოუწევთ.

 

onalem

ტესტ