fbpx
საზოგადოება

“მეტის ატანა არ შემიძლია” – თესალონიკში მამაკაცმა ახლობელს მესიჯი გაუგზავნა და თავი მოიკლა

“მეტის ატანა აღარ შემიძლია” – ეს იყო 61 წლის მამაკაცის ბოლო სიტყვები, რომლებიც მან თვითმკვლელობამდე ახლობელს მესიჯის სახით გაუგზავნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე საათის წინ თესალონიკში, კერძოდ, ევოსმოსში მოხდა. გარდაცვლილია 61 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობამდე ახლობელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მეტის გაძლება აღარ შეეძლო.

მამაკაცი სახლში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც იმ მომენტისთვის იქ არ იმყოფებოდნენ.

უცნობია, თუ რა არის თვითმკვლელობის კონკრეტული მოტივი და რას გულისხმობდა გარდაცვლილი შეტყობინებაში.

როგორც პოლიცია იუწყება, მას წინა ქორწინებიდან კიდევ სამი შვილი ჰყავს.

 

onalem

ტესტ