fbpx
საზოგადოება

“ორსულობის მერვე თვემდე არ ვიცოდი რომ ფეხმძიმედ ვიყავი” – 17 წლის გოგონა თესალონიკიდან

ბავშვი საკუთარ სააბაზანოში გააჩინა და ჩვილი იატაკზე დავარდნისგან გარდაიცვალა. მშობლებისგან რომ დაემალა, ბავშვი ნაჭრებში, შემდეგ კი პარკში გაახვია.

აღნიშნული შემთხვევა თესალონიკში გასულ კვირას მოხდა და მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც 17 წლის გოგონა საავადმყოფოში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მოზარდი ბოშური წარმომავლობისაა და ოჯახთან ერთად თესალონიკში ცხოვრობს.

როგორც პოლიციას უთხრა, სანამ მე-8 თვეს არ მიაღწია, არ იცოდა, რომ ორსულად იყო. ის მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი ფეხმძიმობის მშობლებისგან დამალვას, სანამ გასულ კვირას მშობიარობა დაეწყებოდა.

მან ბავშვს ჭიპლარი დანით გადაუჭრა, მაგრამ ხელებიდან გაუვარდა და იატაკზე დაეცა, რის შედეგადაც სერიოზული დაზიანებები მიიღო.

როცა მშობლებს უთხრა, რომ იმშობიარა, მათ პარკში გახვეული გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს ოთახში, სადაც მას მალავდა.

onalem

ტესტ