fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი კაცი საკუთარ 84 წლის დედას 10 თვის მანძილზე ძარცვავდა

მას შემდეგ, რაც 84 წლის ქალმა საბერძნეთის პოლიციას დანაკარგის შესახებ შეატყობინა, ოფიცრებმა გამოძიება დაიწყეს და საბოლოოდ მისი შვილის კვალზე გავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის მაისიდან მოყოლებული ქალის სახლიდან ქრებოდა ძვირფასეულობა, 5.300 ევრო და ასევე, თანხა იჭრებოდა მისი საბანკო ბარათებიდანაც.

84 წლის ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ქურდი, რადგან ხელი ამ ყველაფერზე უცხოს არავის მიუწვდებოდა, ხოლო სახლში ძარცვის მიზნით არავინ შეჭრილა.

აღმოჩნდა, რომ მას საკუთარი 53 წლის ვაჟი ძარცვავდა, რომელიც პოლიციამ საფუძვლიანი ბრალდებით უკვე დააკავა.

onalem

ტესტ