fbpx
მსოფლიო

ათობით სახლი 1 ევროდ კუნძულზე – შანსი ემიგრანტებს, თუკი საბუთები წესრიგში გაქვთ

იტალიის ქალაქ სამბუკაში, რომელიც სიცილიის კუნძულზე მდებარეობს, ათობით სახლი 1 ევროდ იყიდება. ამის მიზეზი, როგორც “The Guardian” წერს, ბოლო წლებში ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის კლებაა.

სამბუკა მდიდარი ისტორიითა და პლაჟებითაა ცნობილი. ქალაქი გარშემორტყმულია მთებითა და ტყეებით. მისთვის დამახასიათებელია მოვარდისფრო-წითელი აგურთი ნაშენები სახლები.

როგორც “The Guardian” წერს, უძრავი ქონების შეძენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თუმცა, ერთი პირობით. ახალმა მფლობელმა საკუთრება სამი წლის განმავლობაში უნდა განაახლოს და ამისთვის მინიმუმ 15 000 ევრო უნდა დახარჯოს.

ამასთან, ბინის შეძენისას მყიდველს გარანტიის სახით 5 000 ევრო უნდა ჰქონდეს, რომელიც უძრავი ქონების განახლების დასრულების  შემდეგ დაუბრუნდება.

onalem

ტესტ