fbpx
საზოგადოება

ბაბის ანაგნოსტოპულომ ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ქალებზე ძალადობის საკითხებზე კითხვებს უპასუხა

ბაბის ანაგნოსტოპულომ, როგორც ბრიტანული მედია წერდა, მსოფლიო მოატყუა. მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის ის უკვე საკმაო ხანია ციხეში იმოფება, მის შესახებ საუბარი არ წყდება, მის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო.

როგორც მედია იუწყება, ანაგნოსტოპულომ 2023 წლის ეროვნული გამოცდები ჩააბარა და რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, უპასუხა კითხვებს, რომლებიც ქალებზე ძალადობის საკითხებს ეხებოდა. აღნიშნული საკითხები წელს შედიოდა თანამედროვე ბერძნული ენისა და ლიტერატურის კურსიდან.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას არ მიეცა გამოცდების ჩაბარების საშუალება, თუმცა, როგორც გაირკვა, ხუთშაბათს ღამით გადაწყდა, რომ გადაეყვანათ მალანდრინუს ციხეებში, სადაც საბოლოოდ, ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია კაროლაინ ქრაუჩის ოჯახის ფსიქიატრის შეფასებაც, რომელიც აცხადებს, რომ ანაგნოსტოპულო დაავადებულია ნარცისული პიროვნული აშლილობით.

onalem

ტესტ