fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 60 წლის მესაფლავეს გარდაცვლილი 9 წლის გოგონას გაუპატიურებაში ედება ბრალი

9 ოქტომბერს კუნძულ როდოსის სასამართლოში შოკისმომგვრელი პროცესი გაიმართება. საქმე ეხება 60 წლის ინგლისელ მამაკაცს, რომელიც კუნძულის დროებითი მცხოვრებია.

კერძოდ, მამაკაცი გასული წლის ოქტომბერში როდოსის უშიშროების ქვედანაყოფმა საკუთარ სახლში დააკავა. მას ბრალად ედება ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობა და 15 წლამდე მოზარდთა გაუპატიურება.

როგორც ”Δημοκρατική” იტყობინება, გამოძიება თავდაპირველად 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ინტერპოლის დოკუმენტი დიდი ბრიტანეთიდან საბერძნეთის ხელისუფლებას გადაეგზავნა, კონკრეტულად კი ათენის პროკურატურას.

ჩანდა, რომ უცნობ პირს, რომელიც ინტერნეტში ფოტოებს ავრცელებდა, წარსულში ორი გოგონა ჰყავდა გატაცებული, მათ შორის ერთი საკუთარი ქალიშვილი. ისინი როდოსზე იპოვეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ბავშვებს სანაპიროზე შიშველ ფოტოებს უღებდა.

მან ინგლისი დატოვა იმიტომ, რომ ბრალი ედებოდა თავისი 7 წლის გოგონას გაუპატიურებაში.

2013 წლის 10 იანვარს პოლიციამ ელექტრონული კვალი აღმოაჩინა და მაშინვე მისი სახლის ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა. ჩამოართვეს კომპიუტერი და ორი მყარი დისკი. მას ჰქონდა ბავშვების 64 პორნოგრაფიული ფოტო.

მის სხვადასხვა სოციალური ქსელის ანგარიშებში პოლიციამ იპოვა შეტყობინებები, რომლებშიც ის აღნიშნავდა, რომ სექსუალური კონტაქტი ჰქონდა სამ ბავშვთან, რომლებიც იყვნენ 3, 5 და 7 წლის. ასევე, მან გააუპატიურა 9 წლის გოგონა, რომელიც ძალადობის აქტისას გარდაცვლილი იყო. მამაკაცი მესაფლავედ მუშაობდა.

60 წლის ინგლისელი გარდაცვლილ  გოგონასთან სქესობრივ კონტაქტს უარყოფს. მისი განცხადებით, ბრალდებები სრულიად ბუნდოვანია, ვინაიდან დანაშაულების ჩადენის დრო და ადგილი დაზუსტებული არ არის. მან დაამატა, რომ მის მიმართ არანაირი საჩივარი არ არსებობს მის ე.წ. მსხვერპლთა მხრიდან.

onalem

ტესტ