fbpx
საზოგადოება

“ექიმებმა სახლში გაუშვეს და სამ საათში დაიღუპა” – 12 წლის ბიჭის იდუმალებით მოცული გარდაცვალება საბერძნეთში

12 წლის ბიჭის გარდაცვალებამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. მოზარდი, რომელიც მუდმივად ათენში ცხოვრობს და დასასვენებლად ბებია-ბაბუასთან ეტოლოაკარნანიაში იყო წასული, დაუდგენელი მიზეზების გამო დაიღუპა.

კერძოდ, ირკვევა, რომ ბიჭი იქ სულ რამდენიმე დღის ჩასული იყო, თავს ჩვეულებრივად გრძნობდა და იმ საბედისწერო საღამოს, ადგილობრივ ტავერნაშიც ივახშმა. როდესაც სახლში ბრუნდებოდა, იგრძნო, რომ შეუძლოდ იყო და მაშინვე ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმებმა ბავშვი გასინჯეს და განაცხადეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო, შესაბამისად, სახლში გაწერეს.

დაბრუნებიდან დაახლოებით 3 საათში ბიჭი ისევ ცუდად გახდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

არსებული ცნობებით, პატრასში ექსპერტიზა უკვე მიმდინარეობს სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად, ვინაიდან შემთხვევის გარშემო არსებობს უამრავი კითხვა, თუ როგორ შეიძლებოდა დაღუპულიყო ექიმების მიერ ჯანმრთელად შეფასებული მოზარდი.

onalem

ტესტ