fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ინფორმაცია ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის – ქალაქში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა

სინდაღმის სადგურის დაკეტვის გარდა, საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ვითარებას დაახლოებით 1500 ოფიცერი გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ უნდა მოერიდოთ კონკრეტულ ადგილებში გადაადგილებას, სადაც მოსალოდნელია დაძაბულობა და ასევე, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

გავრცელებული ცნობით, დილიდან დაკეტილია ეროვნული ბაღის ტერიტორია.

საგზაო პოლიცია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს შემდეგ ცხელ წერტილებში:

სტადიო, სინდაღმა, პანეპისტიმიო.

ვასილისის სოფიას გამზირზე – ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია.

ალექსანდრას, კიფისიის, აბელოკიპის გამზირები.

პოლიცია გზებს საჭიროების შემთხვევაში გადაკეტავს, ამიტომ სასურველია დანიშნულების ადგილას მისასვლელად სხვა მარშრუტი აირჩიოთ.

onalem

ტესტ