fbpx
საზოგადოება

როდემდე იწვიმებს ატიკის რეგიონში და როდის დატოვებს საბერძნეთს ფენომენი “ვიქტორია”

ათენში გუშინ ღამის შემდეგ თითქმის გადაუღებლად წვიმს, სერიოზული პრობლემებია გზებზე, შექმნილია საცობები და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. ფენომენმა “ვიქტორიამ” კატასტროფული შედეგები მოიტანა კეფალონიაზე, კერკირასა და კრეტაზეც.

კეფალონიაზე წვიმის პარალელურად დიდ პრობლემას წარმოადგენს ტალახი, რომელმაც სახლები დატბორა. რაც შეეხება ატიკის რეგიონს და კონკრეტულად ათენს, ამ დროისთვის არსებული ცნობებით, სახანძრო სამსახურმა 16 ზარი მიიღო წყლის ამოტუმბვის თხოვნით.

როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, მოსალოდნელია რომ წვიმა მომდევნო საათების მანძილზე კიდევ გაგრძელდეს, ხვალ კი ყველაზე მძიმე დღეს ევიაში პროგნოზირებენ.

ატიკის რეგიონში ფენომენი “ვიქტორია” სავარაუდოდ ხუთშაბათამდე იბატონებს, შემდეგ კი ნელ-ნელა დასუსტდება და ნალექი შემცირდება.

 

onalem

ტესტ