fbpx
საზოგადოება

“ბერძნული პასპორტები რომ არ მოეცათ, საბერძნეთი მაინც ყოველთვის ჩვენი სამშობლო იქნებოდა” – იანის ადეტოკუნბო

“თავს ყოველთვის ბერძენად ვგრძნობდი. ყოველთვის აქ ვიყავით, უბრალოდ ახლა ფორმალური პროცესი დასრულდა,” როგორც უკვე ცნობილია ასეთი სიტყვები უთხრა იანის ადეტოკუნბომ საბერძნეთის პირველ ქალ პრეზიდენტს, ეკატერინი საკელაროპულუს.

“დედაჩემიც და ჩემი ძმაც ყოველთვის ბერძნები იყვნენ, უბრალოდ, ახლა აიღეს პასპორტები და ისინი რომც არ მოეცათ, მაინც აქ დავრჩებოდით, საბერძნეთი ყოველთვის ჩვენი სამშობლო იქნებოდა,” დაამატა მან.

“ყოველთვის შეიძლებაა ადამიანს ჰქონდეს მეორე ან მესამე სამშობლო. ბერძნები ხართ და ეს უკვე დაამტკიცეთ. თქვენ ხართ მაგალითი ყველა პატარა ბავშვისთვის. თქვენ გაიმარჯვეთ არა მხოლოდ როგორც სპორტსმენებმა, არამედ თქვენი ეთიკითა და ზნე-ჩვეულებებით. ეს არის რაღაც, რასაც ოჯახიდან იღებ და ამუშავებ ზრდის განმავლობაში. ვისურვებდი, რომ ასე გაგრძელდეს, სადაც არ უნდა იყოთ,” უთხრა მათ საბერძნეთის პრეზიდენტმა.

onalem

ტესტ