fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

15 წლის გოგონას კორონავირუსით გარდაცვალებამ საბერძნეთი შეძრა – მისი დედა რეანიმაციაშია მოთავსებული

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თივაში კორონავირუსით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა.

როგორც ცნობილი გახდა, მოზარდი საავადმყოფოში კორონავირუსის გამოკვეთილი სიმპტომებით დღეს დილით შეიყვანეს და სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა.

საავადმყოფოს ექიმები მომხდარით შეძრულები არიან და მოსახლეობას დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, გოგონას ჰქონდა თანმდევი დაავადებები.

გარდაცვლილის დედა ათენის “ევანგელისმოს” საავადმყოფოში, კორონავირუსის დიაგნოზით არის მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

onalem

ტესტ