fbpx
საბერძნეთი

მომდევნო კრიტიკული 48 საათი – ექსპერტებს ატიკის რეგიონში უმკაცრესი ზომების დაწესებას სთხოვენ

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო 48 საათი ატიკის რეგიონისთვის უკიდურესად კრიტიკულია. რეგიონში დამძიმებული ეპიდმდგომარეობის გამო ექსპერტთა საბჭოსგან ითხოვენ, რომ გასცენ უმკაცრესი ზომების დაწესების რეკომენდაცია.

ამ ეტაპისთვის პრობლემატურ სიტუაციას ქმნის “კოქტეილი”, რომელიც გულისხმობს სამ ფაქტორს:

  • ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა
  • საავადმყოფოებში მიმართვიანობის ზრდა
  • ვირუსის გადამდებიანობის ტენდენციის ზრდა

ბოლო ერთი თვის მანძილზე საბერძნეთში არ დაფიქსირებულა ოთხციფრიანი რიცხვი და მას შემდეგ, რაც გუშინ 1.261 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, საიდანაც ნახევარზე მეტი ატიკის რეგიონშია აღნიშნული, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ამუშავდა.

მოსალოდენლია, რომ მომდევნო 48 საათის მანძილზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც ატიკის რეგიონში ზომები გამკაცრდება.

 

onalem

ტესტ