fbpx
საზოგადოება

ჯანმრთელობის პრობლემა, რომელზეც თამთამ ბერძნულ მედიასთან ისაუბრა – ნახეთ ინტერვიუ

თამთამ ჟურნალ Instyle-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია აწუხებს და აღნიშნა, რომ საბოლოო გამოსავალი მისთვის ჯერჯერობით არ არსებობს.

“მაქვს თიაქარი სამ ადგილას ხერხემალზე, რომელიც არ ქრება, უბრალოდ მშვიდდება ხოლმე და ხანდახან ისევ ამოფეთქავს. რა თქმა უნდა, მაღალი ქუსლები არ მეხმარება ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუკი საუბარი არ არის მხოლოდ სიარულზე, ჩვენ გვიწევს ცეკვა და სხვადასხვა წარმოდგენის გამართვა სცენაზე.

პირადად მე, არ მიმაღლდება თავდაჯერებულობა მხოლოდ იმის გამო, რომ ვატარებ ქუსლებს, უბრალოდ მომწონს ვიზუალურად. უკვე სამი წელია, რაც მუსიკალურ კლუბში, BOX, სადაც ვმღერი, ვიცვამ სპორტულ ფეხსაცმელსაც კი, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. 

ქალები, რომლებიც ატარებენ მაღალ ქუსლებს და ეს მათ თავდაჯერებულობას მატებთ, ძალიან კარგად იქცევიან, რომ ატარებენ, უბრალოდ, ამას სჭირდება დიდი სიფრთხილე.”

თამთამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვასაც, რომელიც მის გოგონას, ანის უკავშირდება:

“არ არის ადვილი იყო მარტოხელა დედა. მაგრამ ვფიქრობ, რომ დედობრივი განცდა და სიყვარული, რომელსაც გრძნობ, გეხმარება. ბავშვი ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტი, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ საკუთარი თავი უნდა დაივიწყო და გადადო გვერდზე. ფიზიკურთან ერთად, მენტალური ჯანმრთელობაც გჭირდება, რომ ბავშვს მისცე ის, რაც სჭირდება. 

ეს ურთულესი პროცესია და აუცილებლად იქნება სასოწარკვეთილების მომენტები, მაგრამ ის რაც ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა არის, რომ ძალიან გეხმარება, როცა შვილს ელაპარაკები, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ არ გისმენს,” ამბობს ბრწყინვალე მომღერალი.

onalem

ტესტ