fbpx
საბერძნეთი

ოთხციფრიანი რიცხვები დაბრუნდა – საბერძნეთი ვირუსის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში კორონავირუსის მესამე მოსალოდნელ ტალღასთან დაკავშირებით. ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევებმა მიაღწია 204-ს, რაც საგანგაშო რიცხვია.

აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია საბერძნეთში სამციფრიანი რიცხვები გვაქვს ყოველდღიურად, დღეს კი 1.261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 652 არის ატიკის რეგიონში.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკულ შტამს, ამ დრომდე დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც გარკვეულ იმედს იძლევა, მაგრამ პროფესორები აცხადებენ, რომ ბრიტანული შტამი გავრცელებულია ყველგან, უბრალოდ, ჯერ ვერ ვხედავთ შედეგებს.

როგორც უკვე ცნობილია, საგანგაშო მდგომარეობაა პატრასშიც, “აგიოს ანდრეას” საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 55 წევრს გამოუვლინდა.

onalem

ტესტ