fbpx
საბერძნეთი

ახალი გეგმა – რას აპირებს პოლიცია ომონიაზე – ათენის ცენტრი 17 ნაწილად იყოფა

საბერძნეთის პოლიცია ბოლო დღეებში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებების ფონზე ახალი სამოქმედო გეგმით მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ომონიაზე, სადაც კრიმინალი და მაფიოზური გარჩევები უკვე ჩვეულებად იქცა.

როგორც ირკვევა, ათენის ცენტრალური უბნები იყოფა 17 საპატრულო ნაწილად, რომელსაც აქტიურად გააკონტროლებენ პოლიციის ოფიცრები. მენანდრუს ქუჩაზე უნდა განაწილდეს 39 ოფიცერი, რომელიც კრიმინალის აღსაკვეთად იმუშავებს… სიტუაციას გაშიფრავს მანამდე, ვიდრე რაიმე დანაშაული მოხდება.

საერთო ჯამში 250 ახალი პოლიციელი და დაცვის 44 თანამშრომელი იპატრულირებს შემდეგ “ცხელ” ზონებში:

ომონია, მეტაქსურგიო, კერამიკოს, ვიქტორია, ატიკა, აგიოს პანტელეიმონა, პლატია ამერიკის, სეპოლია, პეტრუ რალი, პედიონ არეოს, ექსარხია, სტადიო, აკროპოლი, სინდაღმა, კოლიაცუ, კიფსელის გარკვეული ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები ომონიაზე, მენანდრუს ქუჩაზე პაკისტანელებსა და ავღანელებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაიწყო.

onalem

ტესტ