fbpx
კრიმინალი

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე 42 წლის მამაკაცი დააკავეს – მას 11 ემიგრანტი უკანონოდ უნდა შემოეყვანა

საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ 42 წლის მამაკაცი გუშინ დააკავა. ის სწორედ იმ დროს აიყვანეს, როდესაც 11 არალეგალი იმიგრანტი საბერძნეთის ტერიტორიაზე ევროსის გავლით შემოჰყავდა. ცხადია, არცერთ მათგანს არ ჰქონდა არანაირი საბუთები.

უნდა აღინიშნოს, რომ ის 11 იმიგრანტის შემოყვანის შემდეგ, კიდევ აპირებდა სხვა, 50 არალეგალის საბერძნეთში გადმოყვანას, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ელოდებოდნენ, თუმცა, მისი დაკავების ფონზე გეგმა ჩაეშალა.

მას იმიგრანტები მცირე ზომის ნავის საშუალებით შემოჰყავდა. უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა ჰქონდა აღებული მას თითოეულისგან, რადგან ადგილზე მხოლოდ 395 თურქული ლირა აღმოუჩინეს.

დაკავებულის ეროვნება უცნობია.

onalem

ტესტ